Робота для біженців з України
ხაზის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: ქართული კვების კომპანია
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
შპს "ქართული კვების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** 1 (ერთწლიანი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** პრიორიტეტულია ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გაცემის ხაზზე განთავსება;
** გაცემის ხაზზე კერძების რაოდენობის და ხარისხის კონტროლი;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მიღებული შეკვეთის ერთჯერად კონტეინერებში ჩალაგება/გამზადება;
** ყოველდღიურად, მზა საკვების მიღება უფროსი მზარეულისგან და ხელმოწერით დადასტურება, მიღება-ჩაბარების აქტის წარმოება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული მითითებების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი;
ანაზღაურება: 1000-1200 (ხელზე ასაღები თანხა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gfc.ge 2025 წლის 31 მაისის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე