Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: SKS Doors
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
კარების წარმოების კომპანია "SKS Doors"-ში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ასევე ყიდის კარებს და კარების აქსესუარებს, ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი (დიდი დიღომი)
სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშაო დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** სალარო აპარატთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია)
** MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Excel, Word, Google ცხრილები)
** უცხო ენების ცოდნა: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (B1 დონეზე)

პიროვნული თვისებები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: olikoendeladze@gmail.com.

თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. "SKS Doors"-ისთვის ინფორმაციის გაგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დარჩება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე