სასტუმრო "Magnika Resort & Spa" შეკვეთილში, ზღვასთან ახლოს, მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.
სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.
სასტუმრო შეკვეთილში, "Magnika Resort" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
სამუშო პერიოდი: სეზონური ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით;
გრაფიკი: 5/2.
ანაზღაურება: 1500 ლარი (net) + თიფსი + ბონუსი (შეფასებებიდან გამომდინარე).
მოცემულ პოზიციაზე თანამშრომლის გამოძახება მოხდება 12 მაისიდან 15 ივნისამდე ეტაპობრივად.
უზრუნველყოფილია კვება და საცხოვრებელი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონე (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
მოვალეობები:
** სტუმრის დახვედრა და დადებითი განწყობის შექმნა
** თავაზიანი და სწრაფი მომსახურება
** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** შეკვეთების მიღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება;
** შვედური მაგიდის მომსახურება შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით;
** სწრაფი და თავაზიანი მომსახურება კვებისა და სასმელების მომსახურების სტანდარტების შესაბამისად.
კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2025 წლის 7 ივნისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|