დასახელება:
კალკულაციების ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Magnika
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
სასტუმრო შეკვეთილში, Magnika Resort აცხადებს სეზონურ ვაკანსიას კალკულაციების ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: შეკვეთილი;
სასტუმრო "Magnika" დასაქმებულს უზრუნველყოფს საკვებითა და საცხოვრებლით, სამუშაო არის სეზონური სექტემბრის ბოლომდე;
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (net) გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** სალაროს მეურნეობის წარმოება;
** ნაშთებისა და მარაგების კონტროლი/მონიტორინგი;
** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების, შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება;
** შესყიდვების სწორი დაგეგმვის კონტროლი;
** ფასების ანალიზი/კონტროლი;
** დასაწყობებული საკვები თუ სხვა პროდუქციის აღრიცხვა/ინვენტარიზაცია;
** კალკულაციების სიზუსტის კონტროლი;
** ყველა საჭირო ინფორმაციის პროგრამულად ასახვა;
** საწყობში არსებული/მიღებული საქონლის აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული სასაქონლო ნაშთების შედარება საწყობის ნაშთებთან;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელებისთვის თვის რეპორტის მომზადება;
** დღიური რეპორტინგის წარმოება;
** კომპანიის მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების ზუსტი შესრულება;
** კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ყველა სახის საბუღალტრო ოპერაციის კოორდინირება და განხორციელება;
** ოთახების ტარიფის ცვალებადობის შესახებ ანგარიშების კონტროლი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის სწორი შევსება და დაარქივება;
** საბანკო ანგარიშების ყოველდღიური გადამოწმება.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
** აუცილებელია სასტუმრო ან სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა, განსაკუთრებით კარგად უნდა ფლობდეს Excel-ს.
შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2025 წლის 6 ივნისამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|