Робота для біженців з України
HR data ანალიტიკოსი/კომპენსაციებისა და ბენეფიტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR data ანალიტიკოსი/კომპენსაციებისა და ბენეფიტების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰანიველ ცემენტი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
თანდართული ფაილი: 622237_2025___Application_Form_GE__1__4164885.zip
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.

"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას HR კომპენსაციებისა და ბენეფიტების სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მასშტაბით ყველა ბიზნეს ერთეულისთვის ბენეფიტებისა და კომპენსაციების (ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული სატელეფონო ლიმიტები, FITPASS-ის სისტემაში მონაწილეობა, თანამშრომელთა ავტომობილების კომპანიის მხრიდან იჯარით დატვირთვის საკითხები და სხვა) ადმინისტრირება, პასუხისმგებლობა აღნიშნული პროცესის კანონმდებლობის და კომპანიაში დადგენილი/მოქმედი წესების შესაბამისად წარმართვაზე;
** სახელფასო კვლევების დამუშავებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** სახელფასო განაცემების ანალიზის წარმოება და სტატისტიკური ანგარიშისა და რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა სახის შრომისა და ფინანსური წახალისების პროექტების/პროგრამების დანერგვასა და განხორციელებაში მონაწილეობა/პროცესის ხელშეწყობა;
** პერსონალთან დაკავშირებული რეპორტებისა და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
** თანამშრომელთა კმაყოფილებისა და შიდა ორგანიზაციული კვლევების ჩატარება, კვლევების შედეგების გაანალიზება, შესაბამისი აქტივობების ინიცირება განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობა;
** თვიური და კვარტალური KPI ანგარიშის მომზადება და მენეჯერისთვის/საჭიროების შემთხვევაში სხვა დაინტერესებული პირებისთვის წარდგენა;
** ბენეფიტებთან და კომპენსაციებთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა რეპორტების წარმოებაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ექსელის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ადაპტაციისა და მარტივად ათვისების უნარი.

არსებული ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** სატელეფონო ლიმიტი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - კომპენსაციებისა და ბენეფიტების სამსახურის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე