Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
თანდართული ფაილი: 632161_danarti_1172422.zip
შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით:

** მენეჯმენტი: პროფესორი - 03 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 07 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 04 ვაკანსია;
** მარკეტინგი: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 03 ვაკანსია;
** ფინანსები: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;
** მათემატიკა: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;
** სტატისტიკა: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;
** საჯარო მმართველობა: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია;
** აკადემიური წერა: პროფესორი - 02 ვაკანსია;
** ეროვნული თავდაცვა: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;
** ეროვნული უსაფრთხოება: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 03 ვაკანსია;
** საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;
** ციფრული ტექნოლოგიები: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 01 ვაკანსია;
** ხელოვნური ინტელექტი: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
** კომპიუტერული ქსელები: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 04 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
** ოპერაციული სისტემები: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
** ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
** ინფორმაციული სისტემები: პროფესორი - 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
** მონაცემთა ბაზები: პროფესორი - 03 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 02 ვაკანსია;
** პროგრამირება: პროფესორი - 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 02 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი - 03 ვაკანსია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები ბტუ-ს "აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულების" შესაბამისად:

1. აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:

** პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ი;
** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ (ებ)ი;
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან სხვა დარგში დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის შემთხვევაში - საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ (ებ)ი) ან/და სამეცნიერო კონფერენციებში, სამეცნიერო მივლინებებში, კვლევით პროექტებში მონაწილეობა და/ან სხვა სამეცნიერო-კვლევითი/აკადემიური (მაგ. პედაგოგიური) აქტივობა.

2. პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:

** ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება;
** ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული/პედაგოგიური გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
2. შევსებული "კონკურსანტის ანკეტა" (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი/პასპორტი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
5. საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია:
ა) პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილების, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციების და/ან გამოცემული ნაშრომ (ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ) ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: შესაბამის დარგში დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის ან სხვა დარგში დოქტორის აკადემიური/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის შემთხვევაში - საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციების და/ან გამოცემული ნაშრომ (ებ)ის ან/და სამეცნიერო კონფერენციებში, სამეცნიერო მივლინებებში, კვლევით პროექტებში მონაწილეობის და/ან სხვა სამეცნიერო-კვლევითი/აკადემიური (მაგ. პედაგოგიური) აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე) ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული (პრაქტიკული/პედაგოგიური) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში, დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
6. სასწავლო კურსის სილაბუსი საკონკურსო მიმართულების შესაბამისად:
7. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა იმის დასტურად, რომ "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირი არ არის ნასამართლევი ან/და პირს, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლოს მიერ არ აქვს ჩამორთმეული "საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება";
8. თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსის ვადები:

** კონკურსის გამოცხადება: 06.05.2025;
** საკონკურსო საბუთების მიღება: 09.06.2025-23.06.2025 (18:00 საათი);
** კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 24.06.2025 - 07.07.2025;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 08.07.2025 (18:00 საათი);
** საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 09.07.2025;
** კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 10.07.2025 - 11.07.2025;
** კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 14.07.2025 - 21.07.2025;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 23.07.2025;
** კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 30.07.2025.

დამატებითი პირობები:

** კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით და "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებული ინფორმაციით უნდა დასტურდებოდეს ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა. საკონკურსო საბუთების შესწავლისას საკონკურსო კომისია დაეყრდნოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებულ ინფორმაციას. კონკურსანტი პასუხისმგებელია "კონკურსანტის ანკეტაში" მითითებული ინფორმაციის უტყუარობაზე. თანაბარქულიანი კონკურსანტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელსაც უდასტურდება საზღვარგარეთ (ევროპის ქვეყნებში/აშშ-ში) მიღებული განათლება/კვალიფიკაცია და წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ვაკანსიების შემთხვევაში - დარგობრივი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის არსებობას.
** იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირი აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების გამოცემამდე უარს იტყვის ბტუ-სთან შრომითი ხელშეკრულების დადებაზე, მაშინ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვალოს კონკურსანტი, რომელმაც საკონკურსო ქულების გათვალისწინებით ამავე ვაკანსიაზე დაიკავა შემდეგი სარეიტინგო პოზიცია;
** აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად: პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადა 03 წელი; ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადა 03 წელი; ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადა 03 წელი.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია არაუმეტეს 20 წუთი.

საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით, ბტუ-ს ელ.ფოსტაზე - vacancy@btu.edu.ge გაგზავნით.

საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: vacancy@btu.edu.ge

კონკურსანტთა ინფორმირებისთვის კონკურსის ყველა ეტაპის შედეგები შესაბამის ვადებში განთავსდება ბტუ-ს ვებ გვერდზე - https://btu.edu.ge/

კონკურსანტთა მიერ შესავსები ფორმები:

** კონკურსანტის განცხადება;
** კონკურსანტის ანკეტა.

კონკურსანტთა შეფასების ფორმები:

** კონკურსანტის შეფასება;
** სასწავლო კურსის სილაბუსის შეფასება;
** სწავლებისა და კვლევის კონცეფციის პრეზენტაციის შეფასება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე