Робота для біженців з України
IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყვს "გალფი"-სა და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმარებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე);
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გიორგი ქუჩიშვილი ქ. N 11;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული მოწყობილობების გამართვა და მათი შემდგომი მონიტორინგი;
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Windows, Linux, Android და MAC საოპერაციო სისტემებთან მუშაობა, advanced user-ის დონეზე;
** მარტივ ქსელურ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება (სვიჩი, როუტერი, Wi-Fi AP);
** პერიფერიასთან (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება (დრაივერის დაყენება, წაშლა, განახლება, დიაგნოსტიკა);

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** მოწესრიგებული.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@cth.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე