Робота для біженців з України
საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკოს-ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკოს-ინჟინერი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკოს-ინჟინერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ.თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.

ძირითადი ფუნქციები:

** დანადგარებზე Linux სისტემების და მართვის დაფების პროგრამის Arduino ინსტალაცია, მართვა და პრობლემების აღმოფხვრა;
** დანადგარების მაკომპლექტებლებელი ნაწილების მონტაჟი/დემონტაჟი/დიაგნოსტიკა;
** სარეზერვო ასლების შექმნა;
** რადიოკავშირის მოწყობილობების ლოკაციის განსაზღვრა, მონტაჟი და კონფიგურაცია;
** 2G/3G/4G მოდემების კონფიგურაცია და თრაბლშუთინგი;
** სადენების და დაბოლოებების შემოწმება და შეკეთება;
** ამომრთველების მონტაჟი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების დამტენების და აკუმლიატორების მონტაჟი/გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული/უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** IT სისტემების მხარდაჭერის, ქსელების, ან ავტომატიზაციის სისტემებთან მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** LAN/WAN ქსელების მართვის საფუძვლების ცოდნა;
** ქსელური აღჭურვილობის (როუტერები, სვიჩები, რადიოკომუნიკაციის საშუალებები) კონფიგურაციის ცოდნა;
** ოპერაციული სისტემები (Windows Server, Linux) ადმინისტრირება;
** მონაცემთა ბაზებთან (SQL) მუშაობის უნარი (სასურველია);
** SCADA, PLC სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური ენის B1 დონეზე (ტექნიკური დოკუმენტაციისთვის) ცოდნა.

უნარები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების/გადაჭრის უნარი;
** ანგარიშის მომზადების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV, საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე) და პირადობის მოწმობის ასლი, გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკოს-ინჟინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე