Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Ecovis Georgia
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "ECOVIS Georgia" ადმინისტრაციის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი თანამშრომლის მიღების პროცესის გამართულად უზრუნველყოფა:
** შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; კომპანიის ბუღალტრისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** ადმინისტრაციული ასისტენტისთვის სხვადასხვა ტიპის დავალებების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი;
** საჭიროების მიხედვით სხვადასხვა რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის და შესაბამისი პირებისთვის;
** მომსახურების ხელშეკრულების მომზადება და მისი შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაციის შემოწმება და შესაბამის პირთან გადაგზავნა;
** შეხვედრების, თათბირებისა და ტრენინგების, მივლინებების ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის მართვა, ადმინისტრირება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სერვისების გაყიდვების მართვა: პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა, პოტენციურ კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და დაინტერესების შემთხვევაში, საჭირო ინფორმაციის მიწოდება; პოტენციური კლიენტების ბაზების პერიოდული განახლება;
** სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი;
** შესყიდვების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპანიის მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მსგავსს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ორგანიზებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ., #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)

დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
** გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
** სამედიცინო დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.ecovis.ge

შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge

Ecovis Georgia კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 032 243 22 81, info@ecovis.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე