დასახელება:
ტენდერი აუდიო სისტემის, სცენის და ავეჯის შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 13 მაისი
|
თანდართული ფაილი:
632120_Application_form_for_Rustavi_outlet_2025_9248269.zip
|
ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:
** ნომრით #- EF-GE/762
** აუდიო სისტემის, სცენის და ავეჯის შესყიდვა რუსთავის ობიექტისთვის
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
** ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით;
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ტენდერის პირობები:
** მომწოდებელი ვალდებულია მივიდეს ობიექტზე, დააზუსტოს დეტალები, ჩაატაროს აზომვითი სამუშაოები და შემდეგ წარადგინოს განფასება.
** სააპლიკაციო ფორმაში წარმოდგენილი ჩამონათვალის გარდა, ობიექტის მოთხოვნით შესაძლოა წარმოიშვას დამატებითი შესასყიდი პოზიცია.
** მომწოდებელს არ არის ვალდებული განფასება წარადგინოს ყველა პოზიციაზე.
** ობიექტის საკონტაქტო ინფომაცია გაზიარებული იქნება ქვევით წარმოდგენილი მეილის საშუალებით.
** მოწოდების ვადა- შეთანხმებით, გონივრული.
** ფასი მოწოდებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ტრანსპორტირების/ინსტალაციის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
** ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 07.05.2025 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 13.05.2025 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com
tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი.
|
|
|
|