Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 25 მაისი
მსხვილი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ევროპის მიმართულებით ქ.თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გადამზიდი კომპანიების მოძიება და დაკონტრაქტება
** ევროპის მიმართულებით მანქანების მოძიება და შეკვეთების დახურვა
** კომპანიაში არსებულ პროგრამაში მონაცემების შევსება და დოკუმენტაციის აღრიცხვა
** რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან
** მიღებული შეკითხვების დროული მართვა და დამუშავება, კოორდინირება გაყიდვების გუნდთან
** ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება და მონიტორინგი
** სატარიფო პირობებზე მოლაპარაკება უცხოურ და ადგილობრივ პარტნიორებთან
** განბაჟების პროცედურების, სატრანსპორტო დოკუმენტების და სადაზღვევო დოკუმენტაციის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: logisticsdirector77@gmail.com

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 მაისი

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე