Робота для біженців з України
HR მენეჯერი, საქმისწარმოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი, საქმისწარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
შპს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების მენეჯერის პოზიციაზე;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 10:00 სთ- დან 16:00 სთ- მდე
მდებარეობა: ქ. თბილისი წერეთლის 121;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (სამართალი, მენეჯმენტი, ადმინისტრირება ან სხვა შესაბამისი მიმართულება);
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; MS Word, MS Excel, MS Powerpoint;]
** Eflow-ს სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

ძირითადი მოვალეობები:

1.HR მენეჯერი

** ადამიანური რესურსების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის
მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად;
** შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და მონიტორინგი;
** თანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის სრულყოფილი მართვა;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება, განახლება და იმპლემენტაცია;
** თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვის ადმინისტრირება და მონიტორინგი;
** სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერა HR საკითხებში.
** მონაწილეობა კორპორაციული კულტურის განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

2.საქმისწარმოების მენეჯერი

** დოკუმენტების რეგისტრაცია, კლასიფიკაცია და არქივირება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** შიდა ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადება;
** კომპანიის ოფიციალური მიმოწერის წარმოება;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია დოკუმენტაციის კუთხით.

თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი ემოციური ინტელექტი;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:.hr@college.dtmu.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.დაკავშირება მოხდება კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ვაკანსიის დასრულების თარიღია 2025 წლის 6 ივნისი.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ:

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია შეინახავს და დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მიმდინარე ან მომავალ ვაკანსიებთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე