Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/

კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის N12

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციის მიმოქცევის ორგანიზება (მიღება/დაგზავნა) და საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები და სხვ.) შესყიდვების წარმოება;
** სასაქონლო მატერიალური ღირებულებების შენახვა და მათი გაცემა სტრუქტურულ ერთეულებზე;
** ოფისში მომხმარებლებისა და ვიზიტორების დახვედრა;
** საბუღალტრო პროგრამაში შეკვეთების აღრიცხვა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების შემთხვევაში;
** საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი, ან პროფესიული განათლება (სასურველია, ფარმაციის მიმართულებით) ;
** 1 წლამდე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@innoteam.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"ინოთიმი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "ინოთიმის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის 1 წლის ვადით.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანია "ინოთიმმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hr@innoteam.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 0322 309 301
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე