Робота для біженців з України
HR ადმინისტრირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 19 მაისი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სატელეფონო ლიმიტი;

ძირითადი ფუნქციები:

** ყველა ტიპის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადებამდე შესაბამისი საფუძვლების გადამოწმება დადგენილ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით;
** პერსონალის პირადი საქმეების წარმოება, ინფორმაციის ასახვა პროგრამაში და რეესტრის განახლება;
** პერსონალის შრომითი ხელშეკრულებების და მათი ცვლილებების მომზადება, ვადების კონტროლი და ხელმოწერის პროცესის მონიტორინგი;
** პერსონალთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ბრძანებების და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება, რეესტრის წარმოება და საჭირო ხელმოწერით უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** პერსონალის სამუშაო ცვლების კონტროლი ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში და საჭიროების შემთხვევაში კორექტირების შეტანა;
** თანამშრომლის გათავისუფლების პროცედურასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
** გათავისუფლებული თანამშრომლების პირადი საქმეების დაარქივება;
** HR პროგრამის ტესტირებაში ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სასურველია სოციალურ მეცნიერებათა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** HR ადმინისტრირების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Office (Excel, Word, PowerPoint)

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 მაისი, 2025 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე