დასახელება:
ელექტრონული კომერციის ოპერაციების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 03 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სატელეფონო ლიმიტი.
ძირითადი ფუნქციები:
** ელექტრონული კომერციის საოპერაციო მიმართულებით კომპანიის მიერ დასახული გეგმის, სტრატეგიის შესასრულებლად მიდგომების შემუშავება, უშალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა და შემდგომ აღსრულება;
** საოპერაციო პროცესების შეუფერხებლად ოპერირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
** საოპერაციო მიმართულებით ყოველდღიური საქმიანობების, ეფექტური სტანდარტიზების პროცესების შემუშავება, უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა და შემდგომ განხორციელების მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, ოპერაციული პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** საოპერაციო მიმართულებით სხვადასხვა ტიპის მონაცემთა რეგულარული ანალიზი (ინდუსტრიის ტენდენციები, კონკურენტები, გაუქმებული შეკვეთები, მომხმარებლების უკუკავშირი და ა.შ.) და მიღებული შედეგების საფუძველზე ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, პროგნოზირება, გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** E-commerce ოპერაციების გუნდის მართვა და განვითარება, მათ შორის KPI-ების განსაზღვრა, შეთანხმება და მონიტორინგი ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
** საოპერაციო ხარჯების ბიუჯეტის დაგეგმვა, დამტკიცებული ბიუჯეტის მართვა და კონტროლი;
** მომხმარებლის შეკვეთის სისწორისა და დროული მიწოდების მართვა და კონტროლი;
** E-commerce მაღაზიების თანამშრომლებისთვის სასწავლო მასალების მომზადება და ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა;
** ოპერაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სახელმძღვანელოების შემუშავება და რეგულარული განახლება (მაგ: კურიერების, მაღაზიების, შეკვეთების ცოცხალ რეჟიმში მონიტორინგის, მაღაზიებთან, კურიერებთან, შეკვეთებთან დაკავშირებული პრობლემური შემთხვევებში ქცევის და ა.შ.;)
** კურიერებთან დაკავშირებული პროცესების მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** E-commerce მაღაზიებთან დაკავშირებულ საკითხებში, საჭიროებისამებრ, ჩართულობა (მაღაზიების შერჩევა, საოპერაციო არეალების ცვლილება);
** E-commerce მიმართულებით ინვენტარის საჭიროებების განსაზღვრა, მონიტორინგი და ეფექტური მართვა;
** ბიზნეს პორტალსა და ERP-ს შორის არსებული ცდომილებების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ლოგისტიკის ან მსგავს სფეროში
** ელექტრონული კომერციის ოპერაციების მენეჯერის, ელ. კომერციის კოორდინატორის, ელ. კომერციის პროექტების მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Office, შეკვეთების მართვის სისტემების (OMS) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 მაისი, 2025 წელი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|