Робота для біженців з України
საიტ მენეჯერი/მშენებლობის ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საიტ მენეჯერი/მშენებლობის ზედამხედველი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 03 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერი/მშენებლობის ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

** გაეცნოს ობიექტის სამშენებლო პროექტის დეტალებს, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოწოდებულ სტანდარტებსა და სტანდარტული კვანძების მოწყობის წესებს;
** ობიექტზე აკონტროლოს სამშენებლო პროცესები და შეასრულოს საზედამხედველო მოვალეობები;
** აკონტროლოს სამშენებლო სამუშაოების ხარისხი და ტემპები;
** მუდმივად შეამოწმოს შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა;
** ობიექტზე აკონტროლოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დარღვევის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
** აზომოს ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობები;
** მოითხოვოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირისგან სამშენებლო ნორმების დაცვა;
** გამოავლინოს ობიექტზე სტანდარტებიდან გადახვევა, დაუდევრობით ან გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეული ცვლილებების არსებობა და მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს დარღვევების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს სამშენებლო ვადების და ღირებულების ცვლილება;
** დაესწროს დაკვალვის სამუშაოებს და აკონტროლოს სამუშაო პროცესი;
** სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას აღმოაჩინოს და დაარეგისტრიროს დაუსრულებელი ან/და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, აცნობოს სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ პირს და უშუალო ხელმძღვანელს;
** აკონტროლოს ხარვეზის გამოსწორება და ტემპები;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** აუცილებელია Cad (AutoCad; ArchiCad), MS Office პროგრამების ცოდნა;
** სამშენებლო ნახაზების (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP) წაკითხვის უნარი;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/hX1UBYC
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე