დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Aspria Fitness
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
ქართულ-გერმანული კომპანია "Aspria Fitness", აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე სავაჭრო ან მომსახურების სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
** კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით;
** ფინანსური რეპორტინგის წარმოება, მარაგების აღწერა და კონტროლი.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიურობა, კომუნიკაბელურობა;
** საქმის განაწილების და ადმინისტრირების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი.
დამატებითი მოთხოვნები:
** მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში შეითავსოს სხვა ადმინისტრაციული სამუშაოები.
ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
სამუშაო საათები: 07:00-15:00 დილის ცვლა; 15:00-23:00 საღამოს ცვლა (კვირის განმავლობაში 5 სამუშაო დღე).
ზეგანაკვეთური შრომა ანაზღაურდება შესაბამისად.
დამატებითი პირობები:
** ტრენინგი - 1 კვირა.
** შემდგომი გამოსაცდელი ვადა - 1 თვე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად აღნიშნულ ელფოსტაზე: Mariam.barnovi@aspria.ge ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი.
|
|
|
|