Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: გერმანული სავაჭრო ცენტრი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
გერმანული სავაჭრო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სფერო: ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და სუვენირები გერმანიიდან
მდებარეობა: თბილისი მოლიდან 3 კმ, მცხეთის მიმართულებით
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** შიდა სივრცის მოწყობა, პროდუქციის განლაგება და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
** ფინანსური რეპორტების წარმოება დადგენილი პერიოდულობით;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;
** ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენება;
** გაყიდვების პროცესების კოორდინაცია და მიზნებზე ორიენტირებული მუშაობა;
** გუნდის მართვა, თანამშრომლების მოტივაციის და მათი ჩართულობის გაძლიერება;
** კლიენტების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა და უკუკავშირის მართვა;
** მარაგების კონტროლი, შეკვეთების დაგეგმვა და ინვენტარიზაციის პროცესების ზედამხედველობა;
** სისტემური რეპორტინგი და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომისტის ან/და მომიჯნავე პროფესიის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვების და მაღაზიის მართვის სფეროში;
** ვიზუალური მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა — ავეჯისა და ინტერიერის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლების განვითარების უნარი;
** საოფისე და სამაღაზიო პროგრამის ცოდნა;
** გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

რას გთავაზობთ:

** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;
** გუნდის მართვის შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება + ბონუს სისტემა;
** პერსონალური ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** სამუშაო პრაქტიკა და საქმიანი მივლინებები გერმანიაში;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ ან გერმანულ ენაზე)ელექტრონულ მისამართზე: germanshop.ge@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გერმანული სავაჭრო ცენტრი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე