დასახელება:
გაყიდვების პრომო აგენტი
|
მომწოდებელი:
MBGeorgia
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
კომპანია "JSC MBGeorgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების პრომო აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაკვეთი: სრული (13:00 საათიდან 20:00 საათამდე; სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი)
"JSC MBGeorgia" წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპანიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. JSC MBGeorgia-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მოზიდვა
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება
** კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება (დადგენილი გეგმის მიხედვით)
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ვიზუალიზაცია (სისუფთავის დაცვა და მერჩენდაიზინგის შენარჩუნება, თაროს შევსება საჭიროების შემთხვევაში)
** კომპანიის მიერ მიწოდებული უნიფორმის გამოყენება / დრესკოდის დაცვა (ვარცხნილობა/ მაკიაჟი და ა.შ)
** შესვენების შეთანხმებულ დროს გამოყენება (ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული დრო)
** პუნქტუალურობის დაცვა (სამუშაო დროის სწორად და ეფექტურად გამოყენება), სავაჭრო ობიექტზე გვიან მისვლის ან/და არადროული დატოვების წინასწარ შეთანხმება ხელმძღვანელთან.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** პრეზენტაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2025 წლის 20 მაისისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წარმატებას გისურვებთ!
JSC MBGeorgia მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.
|
|
|
|