დასახელება:
ნუტრიციოლოგი
|
მომწოდებელი:
აგრო-უნივერსალი
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
შპს "აგრო უნივერსალ საქართველო" - უნგრული "Agrofeed KFT"-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია 2017 წლის 15 აგვისტოს დაფუძნდა, უშუალოდ გუნდის საქმიანობა 2012 წელს დაიწყო, დღეს კი შიდა ქართლის მასშტაბით, ცხოველთა საკვებისა და ვეტერინარული პრეპარატების 7 მაღაზია ფუნქციონირებს.
2023 წლის გაზაფხულზე კომპანიამ გაიმარჯვა ა (ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო კონკურსში - შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინასების პროგრამაში. უკვე დასრულდა ცხოველთა ევროპული დონის საკვებ-წარმოების ქარხნის მშენებლობა. სწორედ ამ ქარხანაში სამუშაოდ კომპანია ეძებს მიზანდასახულ და მოტივირებულ თანამშრომელს - ნუტრიციოლოგის (ცხოველთა საკვების მიმართულებით) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: გორი, კარალეთი
ძირითადი მოვალეობები:
** სრული კვებითი პროგრამების შემუშავება საქონლის, ღორისა და ფრინველისათვის;
** ნედლეულის კვებითი ღირებულებების ანალიზი და რეცეპტების ოპტიმიზაცია;
** კვებითი კომპონენტების ზუსტი დაბალანსება (პროტეინები, ცხიმები, ბოჭკო, ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები);
** ახალი პროდუქტების შექმნა და ინოვაციური კვებითი გადაწყვეტილებების შემუშავება;
** წარმოებასთან ინტეგრირებული მუშაობა კვებითი ღირებულების შენარჩუნების მიზნით;
** ლაბორატორიულ ანალიზებზე დაყრდნობით ხარისხის კონტროლი და კორექტირება;
** ფერმერებისა და პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერა;
** საერთაშორისო სტანდარტების დაცვა (ISO 22000, GMP+, HACCP);
** თანამედროვე კვლევების მონიტორინგი და საკვები პროდუქტების განვითარება.
ვეძებთ კანდიდატს რომელსაც:
** აქვს უმაღლესი განათლება ვეტერინარიის, მეცხოველეობის, აგრარული მეცნიერებების ან კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-5 წლიანი პროფესიული გამოცდილება ცხოველთა საკვების ფორმულირებაში;
** საკვები ინგრედიენტების ანალიზის და რეცეპტირების გამოცდილება;
** კვების ფორმულირების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Bestmix, Format Solutions, Optifeed ან ანალოგიური);
** ლაბორატორიული ანალიზის შედეგების შეფასების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე;
** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** სამაგისტრო ან დოქტორის ხარისხი ცხოველთა კვების ან ნუტრიციოლოგიის სფეროში;
** საერთაშორისო სერტიფიკატები ცხოველთა კვების მიმართულებით;
** ISO 22000, GMP+, HACCP სისტემებში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@agro-universal.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ნუტრიციოლოგი.
განაცხადის გაკეთებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები და უზრუნველყოს მათი შენახვა ყველა წესის დაცვით, მიღებიდან 6 თვის განმავლობაში. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და შენახვა მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
|
|
|
|