Робота для біженців з України
სუ-შეფი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ-შეფი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი
უშუალო ხელმძღვანელი - შეფ-მზარეული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს მიმდინარე მომგებიანობის მართვაში მონაწილეობის მიღება, არსებული დასახული მიზნების ნიშნულების მიღწევა-გაუმჯობესება და სამუშაო პროცესისა და საწარმო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
** სამზარეულოს საოპერაციო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა, ყველა დაქვემდებარებულის თანამშრომლის საქმიანობის კონტროლი და მიმართულების ხელმძღვანელებთან მჭიდრო, ყოველდღიური კომუნიკაცია, საერთო ბიზნეს მიზნების მისაღწევად
** სამზარეულოს ხარჯების კონტროლის უზრუნველყოფა
** წარმოებისა და პროდუქტის ხარისხზე ზიანის მიყენების გარეშე, ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა
** გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ზომის მიღებაში მონაწილეობის მიღება
** სასაქონლო მარაგების ეფექტური მონიტორინგი, მართვა და შესასყიდი პროდუქციის რაოდენობის სწორად განსაზღვრა
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე უნიფორმის გაცემა/მიღების უზრუნველყოფა და პასუხისმგებლობა
** საორიენტაციო და Grooming ჩეკ-ლისტით ხელმძღვანელობა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მოსვლა/წასვლის დროების კონტროლი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება
** კერძების ხარისხის მუდმივი კონტროლი და პერიოდულად შესაბამისი ზომის მიღება
** პერიოდული შემოწმებების განხორციელება სურსათის უვნებლობის/ჰასპის სტანდარტების შესაბამისად, კომპანიაში დადგენილი წესით
** კოორდინაციაში მყოფ სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები

** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის განხრით
** სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, მართვის/ლიდერობის უნარი, პრობლემების გადაჭრის უნარი, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული;

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სუ-შეფი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

აპლიკანტის ინფორმირება

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე