Робота для біженців з України
ბიზნეს პროცესების აღწერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს პროცესების აღწერის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შ.პ.ს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების აღწერის მენეჯერის პოზიციაზე

დასრულების თარიღი: 2025/05/01

მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ბიზნეს პროცესების შესწავლა და ანალიზი;
** პრობლემური და არაეფექტური პროცესების იდენტიფიცირება;
** პროცესების დოკუმენტების დასტანდარტება და რეგულარული განახლება;
** ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობა;
** ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაცია და დამტკიცების უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** შიდა რეგულაციების, პოლიტიკების, პროცესების შექმნის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლობიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/CyvKX7vdtp
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე