დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯინო ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 30 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 მაისი
|
ქართულ-სლოვაკური კომპანია "ჯინო ჰოლდინგი" თბილისში ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას იწყებს, რომელიც აკვაპარკ "ჯინო ფერედაისის" მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს.
პირველი სრულფასოვანი კურორტი ქალაქში "თბილისის ბულვარი" ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
Web: https://tbilisiboulevard.com/
Fb: https://www.facebook.com/TbilisiBoulevard
ვაკანსია: მარკეტინგის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისის, ბეშენოვას 20
სამუშაო გრაფიკი : ორშ- პარასკევი 10:00 - 18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
** გაყიდვების ჯგუფთან ეფექტური კომუნიკაციასა და მათთვის აუცილებელი მატერიალების შექმნაში ჩართულობა;
** ციფრული არხებისთვის, კონტენტის შექმნასა და პროცესის კოორდინირებაში მონაწილეობის მიღება;
** ციფრული არხების მართვაში მონაწილეობის მიღება;
** სტატიების, პრესრელიზების, ახალი ამბების, ინტერვიუების და ოფიციალური მესიჯების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება: მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, დიჯითალ მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური (სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|