Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=630216&print=yes&view=jobs
 
მასწავლებლის ასისტენტი - დაწყებითი საფეხური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მასწავლებლის ასისტენტი - დაწყებითი საფეხური
მომწოდებელი: საერო გიმნაზია შავნაბადა
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
შპს "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა" კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 30 წელს ითვლის. სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

"გიმნაზია შავნაბადა" აცხადებს კონკურსს მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე (დაწყებით საფეხურზე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჩართულობა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში;
** კლასის მოწესრიგება გაკვეთილის დაწყებამდე, საჭირო ნივთების მობილიზება, მას შემდეგ, რაც მასწავლებლის მხრიდან იქნება გაცემული ინსტრუქცია აღნიშნულის შესახებ;
** მოსწავლეთა მონიტორინგი, მხარდაჭერა აქტივობებს შორის ტრანზიციის პროცესში მაგალითად გაკვეთილიდან გაკვეთილამდე, გაკვეთილიდან კვებაზე და ა.შ;
** მასწავლებლის მიერ გაცემული ინსტრუქციის შემდეგ, ინდივიდუალური მხარდაჭერა (მაგ: ინსტრუქციის გამარტივება, ფიზიკური/ვერბალური მინიშნება) საჭიროებისამებრ;
** მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის წახალისება;
** კრიზისულ სიტუაციაში ბავშვის პირველადი მხარდაჭერა, წინასწარ შეთანხმებულ სივრცეში, წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიებით;
** მონაწილეობა კლასის მართვაში (ქცევის წესების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, ასევე დისციპლინის შენარჩუნებაში მოსწავლეთა მხარდაჭერა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია პედაგოგიკის მიმართულებით);

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge წერილის სათაურის ველში ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია