Робота для біженців з України
უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის (ღამის ცვლა) პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ან/და უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;

სამუშაო პირობები:

ღამის ცვლა - 3 დღეში ერთხელ, საღამოს 10:00სთ-დან დილის 10:00სთ-მდე (12 საათიანი ცვლა);
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე;
ანაზღაურება: 1100 ლარამდე (გადასახადების გამოკლებით) + ბონუსი და ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უნივერსალური მოლარე-ოპერატორი - ღამის ცვლა".

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ-ს (შემდგომში მონაცემთა დამმუშავებელი- ს/ნ: 205274273 ; მის: ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, გამზირი აკაკი წერეთელი, N 118, I პავილიონი; ტელ: + (995)3 2 300 300, e-mail: info@swisscapital.ge პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების (საჭიროების შემთხვევაში მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალმა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

თქვენ როგორც მონაცემთა სუბიექტს საქართველოს კანონით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ გაქვთ შემდეგი უფლებები: მისი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ორგანიზაციის შესახებ, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ვებ.გვერდი - https://swisscapital.ge.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალში ინახება არაუმეტეს 06 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ ორგანიზაციის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით ორგანიზაციის მისამართზე ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, გამზირი აკაკი წერეთელი, N 118, I პავილიონი; ტელ: + (995)3 2 300 300, ან ელექტრონულად მისამართზე: info@swisscapital.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე