Робота для біженців з України
Soft Skill ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Soft Skill ტრენერი
მომწოდებელი: ფინბიურო
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.
"ფინბიურო" აერთიანებს 17 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას Soft Skill ტრენერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლებისთვის Soft Skills-ის (მაგალითად: კომუნიკაცია, ემპათია, გუნდური მუშაობა, ლიდერობა, პრობლემების გადაჭრა...) ტრენინგების ჩატარება;
** სწავლების პროგრამების/მასალების შექმნა და ადაპტირება კომპანიის საჭიროებებზე;
** ტრენინგების ეფექტურობის მონიტორინგი და შეფასება;
** მონაწილეთა უკუკავშირის შეგროვება და ტრენინგების მუდმივი გაუმჯობესება;
** სასწავლო სესიების ინტერაქციულად და დინამიურად წარმართვა;
** კომპანიის სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის, ბიზნესის, განათლების ან დაკავშირებულ სფეროში);
** ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველია Soft Skills-ის მიმართულებით);
** სასურველია TOT სერტიფიკატის ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** აუდიტორიის მართვის უნარი და ინტერაქციული მიდგომა;
** სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა და გამოყენების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " Soft Skill ტრენერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე