დასახელება:
მიღება-განთავსების განყოფილების ადმინისტრატორი/რეცეფციონისტი
|
მომწოდებელი:
ibis budget Tbilisi Center
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
სასტუმრო "ibis budget Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას მიღება - განთავსების განყოფილების ადმინისტრატორის/რეცეფციონისტის პოზიციაზე.
ჩვენი სასტუმრო არის ACCOR-ის - მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - ოჯახის წევრი. ჩვენ ვოპერირებთ საერთაშორისო სტანდარტებით, ვქმნით მყუდრო და კომფორტულ გარემოს და ვამაყობთ თბილი და პოზიტიური გუნდით. აქ თითოეულ თანამშრომელს აქვს პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად შევქმნათ საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილება.
მისამართი: გიორგი ახვლედიანის ქ. N22, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 სამუშაო დღე, დღის და ღამის ცვლა
ანაზღაურება: 900 (NET) - (1 თვის შემდეგ 1 000)
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (აღნიშნულ პოზიციაზე შესაძლებელია სტუდენტის მიღება)
** ინგლისური ენა
** სასურველია სასტუმროს პროგრამაში "Opera" მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობა:
** სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა;
** სტუმრებისგან საჩივრების მიღება და დროულად გადაჭრა;
** შეტყობინებების დროული გადაცემა;
** შემომავალი და გამავალი ზარების დაკავშირება;
** ტარიფების სწორად მიწოდების მონიტორინგი;
** სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** საჭირო ანგარიშებისა და ცხრილების მომზადება;
** სასტუმროში სიტუაციის დამოუკიდებლად კონტროლი;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
პიროვნული თვისებები:
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
** სამუშაოს დაგეგმვა და მისი დროულად შესრულება.
კომპანია დამატებით გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** უფასო კვება
** 30%-მდე ბონუსი
** ACCOR-ის ფასდაკლების ბარათი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: Ana.GULUA@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|