დასახელება:
სუპერმარკეტის მენეჯერი, სუპერმარკეტის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
OnePrice
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
მაღაზიათა ქსელი OnePrice არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 25-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/
OnePrice აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის მენეჯერის და სუპერმარკეტის ადმინისტრატორის პოზიციაზე:
1. სუპერმარკეტის მენეჯერი
One Price-ს გუნდში ვეძებთ გამოცდილ სუპერმარკეტის მენეჯერს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება რითეილ სფეროში და წარსულში უმუშავია მსხვილი სავაჭრო ობიექტსა თუ სუპერმარკეტში მენეჯერულ პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი და მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა;
** დაქვემდებარებული კადრებისათვის მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი;
** სააქციო პროდუქციის სწორად განლაგებისა და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის ვადების კონტროლი და შესაბამისი ზომების მიღება;
** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მუშაობის განრიგის შედგენა;
** ნაშთების მართვა/კონტროლი.
** ფილიალში სისუფთავის ზომების დაცვა და კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მსხვილი სუპერმარკეტის მენეჯერის ან/და მსგავს პოზიციაზე;
** გუნდის მართვის - თანამშრომელთა სწავლების, მოტივაციისა და შიდა პროცესების ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** კანდიდატმა უნდა იცოდეს რითეილ პროცესების სპეციფიკა, მათ შორის პროდუქციის ნაკადების მართვა, მარაგების კონტროლი, გაყიდვების ანალიზი;
** საოფისე პროგრამების გამართულად ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება, პასუხისმგებლობა, წესიერება;
** მომხმარებელზე ფოკუსირება;
** დროის მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
1. სუპერმარკეტის ადმინისტრატორი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთა კონსულტაციის გაწევა;
** სავაჭრო ობიექტების პერსონალის: მოლარეებისა და კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი;
** მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** მიმდინარე აქციების ცოდნა და მომხმარებლებისათვის შეთავაზება;
** საკასო-საოპერაციო და ადმინისტრაციული საქმიანობის შესრულება;
** სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სალარო ოპერაციების წარმოების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|