Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=629855&print=yes&view=jobs
 
წარმოების ოპერატორი - ხელვაჩაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე .

სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
ლოკაცია: ხელვაჩაური, ფრიდონ ხალვაშის ქ. N42ა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 ლარი (+ ბონუსი);

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია გამოცდილება ჰქონდეს საწყობის მიმართულებით.
** სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების საქონლის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
** მომხმარებლისგან დასამუშავებელი შეკვეთის მიღება, დამუშავების ორგანიზება;
** მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების შემოწმება/გაცემა;
** შეკვეთასა და არსებული/გამზადებული პროდუქციის მონაცემების თანხვედრის გადამოწმება;
** შეკვეთების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება (2-ჯერ კვირაში)

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** მოხერხებული და ხარისხზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "წარმოების ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია