Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=629607&print=yes&view=jobs
 
ფინანსურ ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსურ ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ბლოქსი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიაში ვეძებთ გამოცდილ ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური საქმიანობის ანალიზს, დაგეგმვასა და ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას. პოზიცია მოითხოვს უნარებს როგორც მონაცემების სიღრმისეულ ანალიზში, ისე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურ ჩართვაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი; ორშ-პარ 10:00-18:00
ანგარიშვალდებულება: ფინანსური დირექტორისადმი / კომპანიის ხელმძღვანელობისადმი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის საინვესტიციო პროექტების ფინანსური შეფასება (NPV, IRR, Payback და სხვა მეთოდებით)
** ბიუჯეტირების, ფინანსური დაგეგმვისა და პროგნოზირების პროცესის კოორდინაცია
** სამშენებლო პროექტების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი
** პროექტის ხარჯთაღრიცხვებისა და მოგება-ზარალის ანგარიშების მომზადება
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვა
** ფინანსური ანგარიშგებების შედგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის
** საბანკო და საინვესტიციო პარტნიორებთან ურთიერთობის მხარდაჭერა
** უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტული ანალიზის მომზადება
** Excel და ფინანსური მოდელირების ხელსაწყოებით დეტალური ფინანსური მოდელების შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან შესაბამის დარგში
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ანალიტიკაში, უპირატესობა მიენიჭება დეველოპერულ ან სამშენებლო სფეროში გამოცდილ კანდიდატებს
** ძლიერი ანალიტიკური და რაოდენობრივი უნარები
** ფინანსური მოდელირებისა და ბიუჯეტირების პროცესების სიღრმისეული ცოდნა
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა
** გუნდური მუშაობის უნარი და ეფექტური კომუნიკაცია

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** ჩართულობას საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: info@blox.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია