Робота для біженців з України
პარკირების ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარკირების ოპერატორი
მომწოდებელი: ელთ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"იელთი ჯგუფი" და საერთაშორისო კომპანია IPM, 100-ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას პარკირების ოპერატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 40 სთ
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** პარკირების ადგილების განაწილება;
** პარკირების ადგილების მონიტორინგი;
** პარკირების გადასახადის მართვა;
** პარკირების ელექტრონული სისტემის მართვა

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com. სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე