დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ფიბი სერვისის
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
საკონსულტაციო კომპანია "Pb Services" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის თანამდებობაზე.
ვებგვერდი: https://pbservices.ge/
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 საათამდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური კომუნიკაცია კლიენტებთან, როგორც სატელეფონო და ასევე წერილობითი;
** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და გაგზავნა;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ბუღალტრული საქმიანობები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
** უმაღლესი განათლება: ბაკალავრი
** უცხო ენა: ინგლისური (მაღალ დონეზე)
** საბუღალტრო პროგრამა "ბალანსი"-ს ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS EXCEL
** საგადასახადო კოდექსის სრულფასოვანი ცოდნა (საბოლოო ცვლილებების გათვალისწინებით);
** IFRS სტანდარტების ზოგადი ცოდნა;
** ბუღალტრული სერვისების აუთსორს კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
სასურველია ბუღალტრული წიგნები/ კურსები: ACCA.
ზოგადი უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|