დასახელება:
კარდაკარ გაყიდვების აგენტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
ჩვენს შესახებ:
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, დამოუკიდებელი, რომელიც მოქმედებს როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში. იგი მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მისიის შესაბამისად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დაარსდა 1918 წელს და აღიარებულია 1997 წლიდან კანონით "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ", რომელიც 2017 წელს განახლდა.
ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ- ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში, დავიცვათ მათი სიცოცხლე და ღირსება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არ ასხვავებს ადამიანებს ეროვნების, რასის, რელიგიური მრწამსის, კლასობრივი თუ პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. მისი მიზანია შეუმსუბუქოს ადამიანებს განსაცდელი. უპირველეს ყოვლისა, მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას.
ნეიტრალობა:
საყოველთაო ნდობის შენარჩუნების მიზნით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას არ შეუძლია მიემხროს რომელიმე დაპირისპირებულ მხარეს შეიარაღებული კონფლიქტის დროს და ჩაერთოს პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური, ან იდეოლოგიური ხასიათის დავაში.
ნებაყოფლობითობა:
ეს არის ნებაყოფლობითი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელიც არ არის ფინანსურ სარგებელზე ორიენტირებული.
ერთადერთობა:
** ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი წითელი ჯვრისა თუ წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოება. ის ღია უნდა იყოს ყველასათვის და ახორციელებდეს ჰუმანიტარულ საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
** ჰუმანურობა
** წითელი ჯვარი, რომელიც თავდაპირველად ბრძოლის ველზე დაჭრილთათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით შეიქმნა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ცდილობს ნებისმიერ გარემოებაში, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე, თავიდან ააცილოს ან შეუმსუბუქოს ადამიანს გაჭირვება. მოძრაობის მიზანია, დაიცვას ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უზრუნველყოს მათი პიროვნული ღირსების პატივისცემა. იგი ხელს უწყობს ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და მშვიდობის განმტკიცებას.
დამოუკიდებლობა:
ეროვნული საზოგადოებები, როგორც თავიანთი მთავრობების დამხმარენი ჰუმანიტარულ საქმიანობაში, ექვემდებარებიან საკუთარი ქვეყნების კანონებს, ამავე დროს, ყოველთვის უნდა ინარჩუნებდნენ ავტონომიას, რათა იმოქმედონ მოძრაობის პრინციპების შესაბამისად.
უნივერსალურობა:
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა საყოველთაოა. ეროვნული საზოგადოებები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და ვალდებულები არიან, დაეხმარონ ერთმანეთს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებს თავის ჰუმანიტარულ საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყოველწლიურად ახერხებს 300 000-ამდე სოციალურად დაუცველის და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას 39 ფილიალისა და 15 000 რეგისტრირებული მოხალისის ქსელის მხარდაჭერით.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, შინმოვლის პროგრამისა და ქვეყნის მასშტაბით არსებული 27 სოციალური დღის ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვას, ახდენს რეაგირებას კატასტროფების დროს, ავრცელებს ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნას, პოპულარიზაციას უწევს უანგარო სისხლის დონაციას და სხვა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში
F2F პროექტის ფარგლებში კარდაკარ გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაოს მდებარეობა: თბილისი; სხვადასხვა უბნები
ჩვენ გთავაზობთ:
კომპეტენტურ საათობრივ ანაზღაურებას: 11 ლარი საათში, ხელზე ასაღები
მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, 16:00-21:00 ან 17:00-22:00, მინიმუმ 10 საათი კვირაში
პროფესიულ ტრენინგებს
ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები:
** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში
** ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება
** საცხოვრებელ მისამართებზე ვიზიტი და მოსახლეობისათვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მაცხოვრებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია
** ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო მენეჯერთან, შინაგანაწესის დაცვა
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია)
** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი
** კომპიუტერული მუშაობის და საოფისე პროგრამების ცოდნა, სასურველია
** ინგლისური ენის ცოდნა
** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა ტიპის წარმოშობილ კონფლიქტთან
** გამკლავების უნარი
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sales@redcross.ge | admin@redcross.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კარდაკარ გაყიდვების აგენტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|