Робота для біженців з України
საქმის მწარმოებელი/პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საქმის მწარმოებელი/პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თიდი კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
სამშენებლო კომპანია "თიდი კონსტრაქშენ"-ი წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიას, მიწისქვეშა და საგზაო სამშენებლო სფეროში.

გვესაჭიროება საქმის მწარმოებელი/პროექტების მენეჯერი.

ჩვენი პროექტები მიმდინარეობს თბილისში.ძირითადი მიმართულება წარმოადგენს: წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობასა და რეაბილიტაციას.

ადგილმდებარეობა: თბილისი

1. დამსაქმებლის მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, კერძოდ საგზაო-სამშენებლო სფეროში (მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალსადენის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები).
** უმაღლესი განათლება.
** ასაკი: 27-45 წლამდე.
** მართვის მოწმობა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office).
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა, გუნდური მუშაობისა და ამავე დროს შესრულების ხარისხის შეფასება/კონტროლის უნარი;

ანაზღაურება: 3000 ლარიდან ზევით.

დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები:

** საგზაო სამშენებლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი.
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმები, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა, გადამოწმება.
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება, შესაბამისი ფაილების შექმნა და ყოველდღიური რეპორტინგი.
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა დამუშავება, მოცულობების ამოკრება და დეფექტური აქტის შედგენა.
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების განსაზღვრა, სამშენებლო-სარემონტო ობიექტზე
** გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებისა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
** სამუშაო ჯგუფების მართვა.

კომპანია დასაქმებულს უზრუნველყოფს:

** დაზღვევა.
** ავტომანქანა.
** საწვავი.
** დასაქმებული გაივლის 2 კვირიან შიდა ტრენინგს კომპეტენტურ პირთან ერთად.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე info@tdconstruction.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე