"საქართველოს წიგნის ასოციაცია" აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის შესარჩევად.
ძირითადი მოვალეობები:
** მართავს ასოციაციას საწესდებო მიზნების შესაბამისად.
** წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან.
** უძღვება ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობას.
** განკარგავს ასოციაციის ფინანსებსა და ქონებას, პასუხისმგებელია მის მიზნობრივ გამოყენებაზე.
** ხელს აწერს ხელშეკრულებებს, მემორანდუმებს და სხვა დოკუმენტებს ასოციაციის სახელით.
** გეგმავს პროექტებს და ზედამხედველობს მათ სათანადოდ შესრულებას.
** ხელმძღვანელობს ასოციაციის თანამშრომლებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ.
** განსაზღვრავს სახელფასო სქემას, თანამშრომელთა წახალისების პოლიტიკას.
** ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად ამზადებს წლიურ ანგარიშებს საერთო კრებაზე წარსადგენად.
** გაწეული საქმიანობის შესახებ სისტემატურად აბარებს ანგარიშს გამგეობას.
** ასრულებს ორგანიზაციის წესდებით და გამგეობის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** წიგნის ინდუსტრიის ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის სულ მცირე, 5 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** წიგნის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესების კარგი ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** პარტნიორების მოძიებისა და საპროექტო წინადადებების წერის უნარები;
** მედიასთან, სპონსორებთან, პარტნიორებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კანდიდატი არ უნდა უნდა იყოს აფილირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული.
განაკვეთი: სრული
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2025 წლის ივნისი
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოაგზავნოს:
** დეტალური CV
** სამოტივაციო წერილი
სამოტივაციო წერილში კანდიდატმა უნდა აღწეროს, თუ როგორ აფასებს წიგნის ინდუსტრიის მიმდინარე გამოწვევებს და როგორი ხედავს ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიას.
შერჩევის პროცედურა:
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ წიგნის ასოციაციის გამგეობა შერჩეულ კანდიდატებთან ატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას.
ანაზღაურება: 3000 ლარი გადასახადების გარეშე.
განაცხადის წარდგენა:
დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: geobookassociation@gmail.com.
სათაურის ველში მიუთითეთ: აღმასრულებელი დირექტორის კონკურსი
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 23 მაისი
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს წიგნის ასოციაცია დაფუძნდა 2025 წლის თებერვალში და უკვე 10-13 აპრილს "თბილისის წიგნის ბაზრობა" გამართა, სადაც ათასობით მკითხველს უმასპინძლა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი წიგნის ინდუსტრიის განვითარებაა. ამჟამად ასოციაციას 21 წევრი ჰყავს: ალონი, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბიბლუსი, ზებრა, ზიარი, ინდიგო, ინტელექტი, კალმოსანი, მედუზა, მიკირი, პალიტრა L, პეგასი, პოლინომიალი, საბა, სანტა ესპერანსა, სოვლაბი, ქარჩხაძის გამომცემლობა, შაქრო ბაბუა, წიგნები ვაკეში.
|