Робота для біженців з України
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: ზესტაფონი
პოზიცია: სრული განაკვეთი

თანამდებობრივი სარგო: 2050ლ (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.)

მოვალეობები:

** კერძო-საჯარო სექტორთან კომუნიკაციის დამყარება

ციფრული კომუნიკაციები და სოც.მედია სტრატეგიის შექმნა:

** ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა და წარმართვა ყველა საჭირო პლატფორმაზე.
** მიმზიდველი კონტენტის შექმნა TikTok, Facebook, Instagram და LinkedIn-ის გვერდებისთვის

კამპანიის შექმნა:

** სოციალური კამპანიების შექმნა და წარმართვა პროგრამებისა და სხვადასხვა პროექტების პოპულარიზაციის და ცნობიერების ამაღლების მიზნით

ივენთ მენეჯმენტი:

** საჯარო და საინფორმაციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, კონსტრუქტ2ის ხედვისა და კონცეფციის პოპულარიზაციის და საინფორმაციო ჩართულობის მიზნით

ბეჭდვითი და მედია ურთიერთობები:

** ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების კონცეფციის შექმნა და მედია საშუალებებთან ავთენტური ინფორმაციის გასავრცელებლის მიზნით თანამშრომლობა.

დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია:

** დაინტერესებულ მხარეებთან, პოტენციურ სტუდენტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის დამყარება, თანამშრომლობის ხელშეწყობის და კონსტრუქტ2ის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება: საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან მარკეტინგის სფეროში, სასურველია განათლების სექტორში.
** ენები: ქართულ და ინგლისურ ენების ფლობა (როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად).
** სოციალური მედიის ექსპერტიზა: TikTok-ის, Facebook-ისა და Instagram-ის ტენდენციების ანალიზის უნარი და რელევანტური შინაარსის კონცეფციის შექმნის შესაძლებლობა.
** კომუნიკაციის უნარი: სხვადასხვა აუდიტორიასთან და დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირების უნარი.
** ორგანიზაციული უნარები: პროექტის მენეჯმენტის და სიტუაციის ლავირების უნარ-ჩვევები
** კრეატიულობა: ინოვაციური აზროვნება და ახალი გამოწვევების დაძლევის უნარი
** ივენთ მენეჯმენტი: ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება, როგორც ონლაინ, ისე პირადად

ბონუს კვალიფიკაცია:

** სამშენებლო ინდუსტრიაში ან განათლების სფეროში ცოდნა ან გამოცდილება პლუსია.
** არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
** Adobe Creative Suite-ის, ბეჭდური მასალების დიზაინის, Microsoft Officeის და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა

რატომ უნდა შემოგვიერთდით?

კონსტრუქტ2ში თქვენ გახდებით მნიშვნელოვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრესის ნაწილი, სადაც თქვენი იდეები განსაზღვრავს სამშენებლო ინდუსტრიის მომავალს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ინოვაციების და კრეატიული პროექტების წარმართვის შესაძლებლობებს
** დინამიური სამუშაო გარემოს, სადაც ორი დღე არ არის ერთნაირი
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და იმერეთში გლობალური შესაძლებლობების შექმნის შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@construct2.ge არა უგვიანეს 24 მაისისა. (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ დართული ფაილის სახით და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება რეზიუმეს განხილვა).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე
TOP.GE