Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - შოურუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - შოურუმი
მომწოდებელი: Scoot Scoot
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
ჩვენ ვართ "სკუტ სკუტი"! 

ჩვენი მიზანი საქართველოში სკუტერების და მოტოციკლების პოპულარიზაციაა, ანუ თავისუფალი ხალხის საყვარელ ტრანსპორტად ჩამოყალიბებაა. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა სკუტერებისა და მოტოციკლების იმპორტი, რეალიზაცია და მათი ტექნიკური მომსახურება. 

დინამიკური და სწრაფად მზარდი სკუტ სკუტი ეძებს თბილისში გაყიდვების მენეჯერს სკუტერების და მოტოციკლეტების მიმართულებით. თუ გჯერა, რომ ორბორბლიანი ტრანსპორტი თავისუფალი ადამიანების ტრანსპორტია და შენი ენთუზიაზმის მთელი ქვეყნისთვის გაზიარება გინდა, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ: 
  
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს 
** სატელეფონო სერვისების პაკეტს 
** კორპორატიულ დაზღვევას 
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას

შოურუმის მისამართი: თბილისი, ჩუბინაშვილი 63
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი)

ძირითადი მოვალეობები: 

** გასაყიდი პროდუქციის სრული ასორტიმენტის დეტალური ინფორმაციის ცოდნა. ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიების და მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ფლობა
** შოურუმში კლიენტებთან ურთიერთობა
** მომხმარებლის ზუსტი საჭიროებების გაგება და შესაბამისი სკუტერის/მოტოციკლეტის შეთავაზება
** გაყიდვების პროცესის სრული მენეჯმენტი (თანხის აღება, ხელშეკრულების გაფორმება, გადაფორმების პროცესი)
** საჭიროების შემთხვევაში გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერა
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
** ორბორბლიანი ტრანსპორტის ტენდენციების, კონკურენტების და ბაზრის შესწავლა
** ფილიალის მენეჯერის მიერ მიცემული სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** სალაპარაკო ინგლისური ენის ცოდნა 
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** მოტოციკლეტის/სკუტერების სფეროსადმი ინტერესი

შემოგვიერთდი, თუ: 
  
** გჯერა, რომ სკუტერი თავისუფალი ადამიანების ტრანსპორტია 
** ხარ შენს ძალებში დარწმუნებული 
** ხარ ძალიან პასუხისმგებლობიანი 
** გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი 
** გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა
** შენი ენთუზიაზმი გადამდებია 
** ხარ ორგანიზებული 
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული 
** შეგიძლია გუნდური მუშაობა  

თუ თვლი, რომ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: tatu@scootscoot.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. უპირატესობა მიენიჭებათ ადრე გადმოგზავნილ რეზიუმეებს. 

თუ გსურს მეტი გაიგოთ, ვინ ვართ ჩვენ, გიზიარებთ ჩვენი ციფრული არხების მისამართებს: 

Web: https://scootscoot.ge
FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi
Insta: scootscoot_Geo 
TikTok: scootscoot_Geo 
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე