Робота для біженців з України
პროაქტიული გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროაქტიული გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: კასს ლენდი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"კასს ლენდ დაიმონდ რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას პროაქტიული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი გამოცდილების შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** მრავალფუნქციური რეზორტის გაყიდვების ყოველდღიურ პროცესში ჩართულობა
** არსებულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია/შეხვედრების ჩანიშვნა მათთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.
** ახალი პარტნიორების მოძიება და შეხვედრების ორგანიზება (ტურისტული და კორპორატიული მიმართულებით)
** ახალი და არსებული პარტნიორი კომპანიებისთვის რეზორტის შემადგენლობაში არსებული პროდუქტების გაცნობა/პრეზენტაცია
** შეთავაზებებისა მომზადება/გადაგზავნა დაინტერესებული კომპანიებისთვის
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტის მომზადება განხორციელებული ზარებისა და შეხვედრების შესახებ.
** ხელშეკრულებებისა და ინვოისების მომზადება/გადახდების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** სასტუმროს გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო /წერით დონეზე
** სასურველია სასტუმროს პროგრამაში (Fidelio/Opera) მუშაობის გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალურობა,
** ორგანიზებულობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის უნარი,
** ანალიტიკური აზროვნება, მომსახურების უნარები;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ. მისამართზე: HR@Kassland.com

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე