Робота для біженців з України
SMM სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SMM სპეციალისტი
მომწოდებელი: შევარდენი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
კომპანია "შევარდენი" ეძებს SMM სპეციალისტს, რომელსაც ექნება უნარი შექმნას შედეგზე ორიენტირებული, ვირუსული და მაღალი ჩართულობის კონტენტი, მართოს სოციალური მედიის პლატფორმები და აქტიურად შეუწყოს ხელი ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდას.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული რეჟიმი
სფერო: სილამაზე/თავის მოვლის & საყოფაცხოვრებო პროდუქტები
კომპანიის პროდუქტებზე ინფორმაცია: http://shevardeni.com/

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯმენტში & კონტენტის შექმნაში
Meta Ads-ის ცოდნა
** გამოცდილება ვიდეო კონტენტის შექმნასა და მონტაჟში (Reels/TikTok სტილის ვიდეოები)
** არსებული პორტფოლიოს წარდგენა
** სამართავი პლატფორმა: Facebook. Instagram. Tik-tok
** ცოდნა სოციალური მედიის ალგორითმების, ტრენდებისა და პლატფორმის სპეციფიკის შესახებ
** ტრენდული კონტენტის ადაპტაციის და კრეატიულად ბრენდზე მორგების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** შეიმუშაოს და განახორციელოს სოციალური მედიის სტრატეგია, რომელიც მიმართულია კონკრეტული შედეგების მიღწევაზე (reach, engagement, CTR, გაყიდვები)
** თვეში საშუალოდ 10-15 ერთეული ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, გადაღება და პლატფორმებზე მართვა
** ვირუსული/ტრენდული ფორმატების გამოყენება ბრენდის პოპულარიზაციისთვის
** სოციალურ მედიაში მიმდინარე კამპანიების ანალიზი და ანგარიშგება შედეგებზე
** საჭიროების შემთხვევაში სოციალ ქსელებში მომხმარებელთან კომუნიკაცია
** თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან მარკეტინგული მიზნების მისაღწევად

შედეგების მოლოდინი (KPI-ები):

** აუდიტორიის ზრდა განსაზღვრულ ვადებში
** CTR-ის გაუმჯობესება ბმულებზე/ღილაკებზე
** სოციალური მედიის საშუალებით შემოსული ტრაფიკისა და გაყიდვების ზრდა

ანაზღაურება: 1200 ლ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო ელფოსტაზე: info@shevardeni.ge. Subject ველში მიუთითეთ "SMM სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე