დასახელება:
შოურუმის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Merlons
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.
ამჯერად, ვეძებთ შოურუმის მენეჯერს პრემიუმ ხარისხის საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯის შოურუმისთვის.
ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000-2500 ლარი (კომპეტენციის მიხედვით) + ბონუსები
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00- 19:00 საათამდე (დასვენების დღეების შეთანხმებით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** შოურუმის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** გუნდის კოორდინაცია, მონიტორინგი და უკუკავშირის უზრუნველყოფა
** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების პროცედურების სრული დაცვით შესაბამისობასთან კონტროლი;
** სალაროსა და ნაღდი ფულის კონტროლი
** პროდუქციის დროული მიწოდებისა და შიდა ლოჯისტიკის პროცესების ორგანიზება.
** ნაშთების, შეკვეთებისა და რეზერვების კონტროლი.
** შოურუმის ვიზუალური სტანდარტების, სისუფთავის, პროდუქციის დასახელებისა და ფასმაჩვენებლების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება ავეჯის გაყიდვების მიმართულებით.
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია
** ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას;
** მზარდ ანაზღაურებასა და ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შოურუმის მენეჯერი".
დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://merlons.ge/ka/, https://www.facebook.com/Merlons.ge
|
|
|
|