დასახელება:
ტენდერი ჰიგიენური საშუალებების შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
თანდართული ფაილი:
629196_sos_1_4680210.zip
|
ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტი აცხადებს ტენდერს ჰიგიენური საშუალებების შესყიდვაზე.
ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს ჰიგიენური საშუალებების მომწოდებელ კომპანიებს "დედათა და ბავშვთა თავშესაფრის", "1-დან 3 წლამდე ბავშვების დღის ცენტრის" და ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ჰიგიენური საშუალებების (პამპერსი, ჰიგიენური საფენი, სველი სალფეთქი) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებულ კომპანიებს შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალის ამსახველი დოკუმენტების ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ხარჯთაღრიცხვა (ერთეულის ფასში გათვალისწინებული უნდა იქნას ტრანსპორტირების ხარჯები და დღგ);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ბეჭდით დალუქული კონვერტით.
მომსახურების გაწევის ვადები: 2025 წლის 01 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
საქონლის მიწოდების ადგილი:
1) ქუთაისი, 4600, ჰერმან გმაინერის #4, "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი",
2) ქუთაისი; თბილისის ქუჩა მეათე შესახვევი N5
თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება საქონლის მოწოდებისა და საფინანსო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ უნაღდო ანგარისშწორებით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ჰიგიენური საშუალებები", ისე კომპანიის სახელწოდება.
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 08 მაისი 13:00 სთ.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ.#4
ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
|
|
|
|