Робота для біженців з України
უმცროსი ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ექიმი
მომწოდებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: შინაგანი მედიცინის განყოფილებაში, უმცროსი ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: ფიქსირებული 840 ლარი (მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადსა და გადასახდელს;

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღების, პირველადი შეფასების, დიაგნოსტიკური კვლევების დაგეგმვის, ქვეყანაში დამტკიცებული პროტოკოლების/გაიდლაინების შესაბამისად ექიმის მეთვალყურეობითა და კომპეტენციის ფარგლებში პაციენტის მდგომარეობის მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება
** ექიმის მიერ დანიშნული სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურების შესრულება
** ექიმის მეთვალყურეობით, კანონმდებლობით გაწერილი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება (სტაციონარული ბარათი, ფორმა 100, სამედიცინო ჟურნალები და ა.შ)
** ექიმის პერმანენტული ინფორმირება- პაციენტის მდგომარეობის შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
** აუცილებელია სახელმწიფო, ლოკალური გაიდლაინებისა და პროტოკოლების ცოდნა
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა-განსაკუთრებით MS Excel, Word

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: careers@cmchospital.ge და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე