Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: Aviator Studio
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
"Aviator Studio" არის ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც დგას სრულად ლიცენზირებული Aviator ბრენდის უკან — თამაშის, რომელმაც ადრენალინით გაჯერებული გართობის ახალი სტანდარტი ჩამოაყალიბა. კომპანიის მიზანია, შექმნას სათამაშო გარემო, სადაც ყველას მოგების თანაბარი შანსი აქვს და მომხმარებელი თავს დაცულად გრძნობს.

Aviator Studio-ის ენთუზიაზმით სავსე გუნდი მუდმივად ცდილობს ონლაინ სათამაშო ინდუსტრიაში არსებული საზღვრების გაფართოებას. ბრენდის იდენტობის ცენტრში მოთამაშეა — მისი გრძნობა, მოლოდინები, სურვილი დაივიწყოს რუტინა და შეაბიჯოს თამაშის ვირტუალურ სამყაროში.

Aviator Studio განაგრძობს ზრდას და გეგმავს გაზარდოს პორტფოლიო ახალი ინოვაციური თამაშებით.

კომპანიის გვერდი

სამუშაო აღწერილობა:

პოზიციის დასახელება: უმცროსი იურისტი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** კომპანიის სახელით KYC კითხვარის შევსება და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვების უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის გარიგებების შედგენა, სამართლებრივი ანალიზი;
** მარტივი ხელშეკრულებების ანალიზი;
** უშუალო ხელმძღვანელისგან დამატებითი დავალებების შესრულება კომპეტენციისა და თანამდებობრივი მოვალეობის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:

** იურიდიული განათლება;
** კერძო სამართლის ცოდნა;
** მოქმედ კანონმდებლობის ცოდნა;
** სამართლებრივი საკითხების (მათ შორის, კომპლექსური) გადაჭრის და მართვის უნარი;
** ინგლისურ და ქართულ ენებზე თავისუფლად საუბრისა და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: recruiting@aviator.studio, და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე