დასახელება:
სალომბარდე აუდიტის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ინტელიექსპრესი
|
გამოქვეყნდა: 23 აპრილი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას სალომბარდე აუდიტის სპეციალისტის პოზიციაზე სათავო ოფისში.
მის: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა."
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
საქმიანობის აღწერა:
** კომპანიის თბილისისა და რეგიონალურ ფილიალებში მიღებული ძვირფასი ნივთების აუდიტი და შესაბამისი აღრიცხვა;
** შეფასების სტანდარტებისა და პროცედურების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა ექსპერტ-შემფასებლებისთვის;
** სალომბარდე ნაწილში, პროცედურული დარღვევებისა და პრობლემების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირება და კონტროლი;
** ექსპერტ-შემფასებლების პერიოდული ტრენინგების წარმოება, როგორც დისტანციურად, ასევე ფილიალში ვიზიტების სახით;
** რეგიონულ ფილიალებში პერიოდული მივლინებები;
** ფილიალებში მიმდინარე პროცესების ფუნქციონირების შეფასება და ყოველდღიური კონტროლი, კომპანიაში შემუშავებული სტანდარტის მოთხოვნებთან მიმართებაში.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
** საბანკო/მიკროსაფინანსო სფეროს სალომბარდე მიმართულებით, შესაბამის პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
** ძვირფასი ლითონების, სინჯების პროფესიონალური ცოდნა, როგორც თეორიულად, ასევე - პრაქტიკულად (ძვირფასი ლითონების შემფასებლის დამადასტურებელი სერტიფიკატი - სასურველია ძვირფასი თვლების ცნობა);
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
** მივლინებების სრულ ხარჯს აკმაყოფილებს კომპანია;
** შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს ავტომობილითა და მართვის მოწმობით.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/afHCtqGe.
"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|