Робота для біженців з України
ტრენინგი - საბაჟოსთან ურთიერთობა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი - საბაჟოსთან ურთიერთობა
მომწოდებელი: ავთანდილ ზივზივაძის საავტორო კურსი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
დაიწყო მონაწილეების მე-13 ნაკადის რეგისტრაცია პრაქტიკულ ონლაინ კურსზე - "საბაჟოსთან ურთიერთობა" გაფართოებული პროგრამით

ვისთვისაა კურსი:

ონლაინ კურსი მთლიანად ორიენტირებულია იმპორტიორების და ექსპორტიორების საჭიროებებზე და განკუთვნილია:

** კომპანიების საბაჟო, ლოჯისტიკის და შესყიდვების წარმომადგენლებისათვის;
** კომპანიების მოქმედი საბაჟო დეკლარანტებისათვის, რომელთაც შეხება აქვთ დეკლარირებასთან / საბაჟო დოკუმენტაციის წარმოებასთან და სურთ გაიღრმაონ ცალკეული საბაჟო საკითხების ცოდნა;
** ბუღალტრებისათვის, აუდიტორებისათვის, იურისტებისათვის, ხელმძღვანელებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაერკვნენ საბაჟო საკითხებში;
** საბაჟო გამოცდილების არმქონე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ტრენერი:

კურსს ატარებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის (საბაჟო აუდიტის) სამმართველოს მთავარი აუდიტორი - ავთანდილ ზივზივაძე (საბაჟო სფეროში საქმიანობის 15, 5 წლიანი გამოცდილებით (მათ შორის უცხოეთში) და საბაჟო ტრენინგების ჩატარების 11 წლიანი სტაჟით).

Linkedin: https://www.linkedin.com/in/avtandil-zivzivadze-31366174/

რას მიიღებთ:

** ამაღლდება თქვენი კვალიფიკაცია საქონლის განბაჟების კუთხით;
** დეტალურად გაერკვევით საქონლის განბაჟების პროცედურებში, დაინახავთ მათთან დაკავშირებულ რისკებს;
** შეძლებთ საკანონმდებლო აქტების დონეზე ოპერირებას და საბაჟო კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგს;
** გაეცნობით განბაჟებისათვის საჭირო დოკუმენტაციას;
** შეძლებთ საბაჟო დეკლარაციის "წაკითხვას";
** გაეცნობით საბაჟო ელექტრონულ სერვისებს rs.ge-ზე;
** გაეცნობით საბაჟო დეპარტამენტში დანერგილ სიახლეებს და ინფორმაციის მოპოვების წყაროებს;
** დაინახავთ საერთო სურათს საბაჟოს გადმოსახედიდან;
** მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებთ პრაქტიკაში, რაც დაგიზოგავთ ფინანსურ და დროით რესურსებს;
** შეიძენთ იმ აუცილებელ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში საბაჟო დეკლარაციის შევსებისათვის;
** შეძლებთ იმპორტის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებას დამოუკიდებლად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

** რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 მაისი, 2025
** დაწყება: 19 მაისი, 2025
** ღირებულება: 525 ლარი
** ხანგრძლივობა: 10, 5 კვირა (21 შეხვედრა - 63 სრული საათი) + ტესტი
** ჩატარების ფორმა: დისტანციურად (Google Meet), კვირაში 2-ჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს
** სესიის ხანგრძლივობა 3 საათი ორი ხუთწუთიანი შესვენებით (19:30-დან 22:30-მდე)
** ერთი კომპანიიდან 3 და მეტი მსურველის შემთხვევაში მოქმედებს 10 პროცენტიანი ფასდაკლება

საკონტაქტო პირი:

** ავთანდილ ზივზივაძე (ტრენერი)
** ტელ.: 558 30 98 42
** მეილი: avtandil.zivzivadze@gmail.com

კურსზე რეგისტრაციისათვის გთხოვთ მოგვწეროთ მითითებულ ელ. ფოსტაზე: avtandil.zivzivadze@gmail.com (დააფიქსირეთ ტრენინგში მონაწილეობის სურვილი)

პროგრამა:

** დღე 1: შესავალი ლექცია, საბაჟო საქმიანობის საკანონმდებლო საფუძვლები და მათი ზოგადი მიმოხილვა, matsne.gov.ge ;
** დღე 2: საქონლის საბაჟო კოდები (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ));
** დღე 3: პრაქტიკული ნაწილი საქონლის სეს ესნ (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში, ინტერნეტწყაროების გამოყენება;
** დღე 4: პრაქტიკული ნაწილი საქონლის სეს ესნ (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში, სეს ენ-ის განმარტებითი შენიშვნები;
** დღე 5: პრაქტიკული ნაწილი საქონლის სეს ესნ (HS, ТН ВЭД) კოდების მოძებნაში, საქონლის კლასიფიკაცის 6 წესი;
** დღე 6: საქონლის მიწოდების პირობები INCOTERMS 2020, ქეისების განხილვა;
** დღე 7: საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის 6 მეთოდი, საბაჟო ღირებულების ელემენტები, მედიანის ფასები;
** დღე 8: მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საბაჟო ღირებულების ტექნიკური კომიტეტის (TCCV) ინსტრუმენტები (ქეისების განხილვა);
** დღე 9: წარმოშობის სერტიფიკატები და მათი გამოყენების პრინციპები, საქონლის წარმოშობის კრიტერიუმები, უფლებამოსილი ექსპორტიორი არაპრეფერენციული სერტიფიკატი;
** დღე 10: EUR.1 (Türkiye, EU, GB, EFTA), CT-1 (დსთ, რუსეთი), ჩინურ-ქართული პრეფერენციული სერტიფიკატი, ფორმა "A";
** დღე 11: საბაჟო პროცედურები (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, ექსპორტი, სპეციალური პროცედურების მოკლე მიმოხილვა), საქონლის წინასწარი დეკლარირება;
** დღე 12: იმპორტის გადასახდელი (იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ), შემოსავლების სამსახურის მომსახურების ტარიფები;
** დღე 13: საბაჟო დეკლარაციის სახეები, საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები და მათი მიმოხილვა, საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი, აღრიცხვის მოწმობა, დროებითი შენახვის დეკლარაცია ("განი");
** დღე 14: ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა - New Computerised Transit System (NCTS);
** დღე 15: საქონლის საბაჟო დეკლარაციის (სსდ) შევსების ელექტრონული მოდული ASYCUDA WORLD (eCustoms), საქონლის საბაჟო დეკლარაციის ველების შევსების წესები, ახალი სსდ-ის შექმნა, სსდ-ის სერვერზე შენახვა, რეგისტრაცია, რისკის დერეფნის განსაზღვრა (მწვანე, ყვითელი, ლურჯი, წითელი), სსდ-ის შეფასება (A ნომრის მინიჭება); საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვებამდე და გაშვების შემდეგ;
** დღე 16: ASYCUDA WORLD (eCustoms)-ის პროგრამული ინსტალაცია კომპიუტერზე. ტესტსერვერზე იმპორტის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში კონკრეტული საბუთების მიხედვით (ერთკოდიანი) ;
** დღე 17: ტესტსერვერზე იმპორტის საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება ASYCUDA WORLD (eCustoms)-ში კონკრეტული საბუთების მიხედვით (მრავალკოდიანი);
** დღე 18: საბაჟო სამართალდარღვევები და საბაჟოსთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სამართალდარღვევები;
** დღე 19: ფიტოსანიტარიული-ვეტერინარული კონტროლი, "წინასწარი შეტყობინების" შევსება rs.ge-ზე; არაცხოველური წარმოშობის სურსათი;
** დღე 20: საბაჟოსთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, საბაჟო ელექტრონული სერვისების და ელ. განცხადებების მიმოხილვა rs.ge-ზე, INFOHUB;
** დღე 21: სამშენებლო პროდუქტის, სათამაშოს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის და მანქანა-დანადგარის იმპორტის წინასწარი შეტყობინებები და მათი შევსება rs.ge-ზე (ერთი რეგლამენტის მიხედვით);
** დღე 22: ტესტირება (30 კითხვიანი ტესტი).

ტესტირება:

** ყოველი თემის დასასრულს, ჩატარდება დისტანციური ტესტირება (kahoot.it-ზე). საბოლოო ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში (70% და მეტი), გაიცემა ელექტრონული ორენოვანი სერთიფიკატი
** ჩვენ გვაქვს ასიკუდას ტესტსერვერზე დაშვების ოფიციალური უფლება (15 მომხმარებელი)
** საბაჟო დეკლარაციის შევსებისას, ყველა მონაწილის მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაცია მოწმდება ინდივიდუალურად
** საბაჟო დეკლარაციის შევსებისას, ყველა მონაწილე იმუშავებს მხოლოდ თავისი მომხმარებლით და პაროლით

ლიტერატურა:

პრეზენტაციები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს კანონები, მთავრობის დადგენილებები და ა.შ. ყოველ მონაწილეს მიეწოდება ელ. ფოსტის მეშვეობით.
ფეისბუქი: https://www.facebook.com/share/p/1R7cgxLnx4/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე