დასახელება:
კონსტრუქტორი
|
მომწოდებელი:
პრომეტალი
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
კომპანია "პრომეტალი" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.
კომპანია "პრომეტალი" არის იმპორტიორი და ასევე პროფილირებული თუნუქის, წყალსაწრეტი სისტემების, ჭერისა და ტიხრის პროფილების, სავენტილაციო მილებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია. ჩვენი კომპანია ასევე აწარმოებს მსუბუქი ლითონის კონსტრუქციებს სასახურავე, სასახლკარე და სასაწყობე შენობებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება-სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Revit, Tekla, Lira, Advance steel-ში და მსგავს პროგრამებში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** Advance steel-ის საშუალებით კონსტრუქციული ანგარიშების შესრულება, სასაწყობე და საწარმოო შენობის კარკასის კონსტრუქციული ნახაზების შედგენა.
** წარმოების და აწყობის პროცესის დაორგანიზება/დაკვირვება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი:
** სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 09:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** სამუშაო ადგილი: გორი, შინდისი გზტ. მე-2 კმ. (განვიხილავთ დისტანციურად მუშაობასაც)
** ანაზღაურება 3000 + (ინდივიდუალურად შეთანხმებით)
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: Hello.prometal@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|