Робота для біженців з України
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის უფროსი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას: სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის უფროსი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 76;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო პერიოდი: 6-თვიანი გამოსაცდელი პერიოდი

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

** I რეზიუმეების გადარჩევა;
** II ინდივიდუალური გასაუბრება;

ძირითადი მოვალეობები:

** საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზის შექმნა/განახლება (მათ შორის, დასაქმების მაჩვენებელი) და შესაბამისი ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდება;
** კონკრეტული ამოცანების გამოვლენა, რომელთა გადაჭრა კურსდამთავრებულთა ჩართვითა და მხარდაჭერით მოხდება;
** კურსდამთავრებულთა საჭიროებების კვლევა და შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა;
** მუდმივი კომუნიკაციის დამყარება კურსდამთავრებულებთან და მათი ჩართვის სტიმულირება საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების ხარისხის განვითარების პროცესში. უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით მათი ინიციატივებისა და იდეების მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის;
** კურსდამთავრებულთა მუდმივი ინფორმირების უზრუნველყოფა უნივერსიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე, მათი ჩართულობით განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებზე, ასევე სხვა სიახლეებზე;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, კურსდამთავრებულთა ლოიალობის ზრდის პროექტებისა და აქტივობების განხორციელება (მნიშვნელოვანი თარიღების მილოცვა, უნივერსიტეტის სამკერდე ნიშნების დარიგება და ა.შ.);
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, წარმატებული კურსდამთავრებულების პრომოუშენის უზრუნველყოფა;
** შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული პოტენციური დამსაქმებლების გამოვლენა და მათი ბაზების წარმოება; ბაზების კატეგორიზაცია დარგების მიხედვით და მუდმივი განახლება;
ვაკანსიების ბაზის წარმოება;
** არსებულ პარტნიორ დამსაქმებლებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; ახალი პარტნიორი დამსაქმებლების მოძიება;
** შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, განსაზღვრული პერიოდულობით, პარტნიორი კომპანიების სტუდენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
** პერიოდულად დასაქმების ფორუმების ორგანიზება უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიებისა და სტუდენტების/კურსდამთავრებულების დაკავშირების მიზნით;
სტუდენტების მხარდაჭერა და დატრენინგება CV-ების მომზადებისა და გასაუბრებების ტექნიკებში;
** უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა რეზიუმეების გაგზავნა პოტენციურ დამსაქმებლებთან მათი აკადემიური მოსწრების და შესაძლებლობის შესაბამისად;
** სტუდენტების ინტერესების მიხედვით, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ტრენინგების, სემინარებისა და ვორქშოფების ინიცირება და ორგანიზება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დახმარებით;
** სტუდენტების სურვილებისა და მოთხოვნების, მათი კულტურული, რელიგიური და ეთნიკური, ასევე მათი შესაძლებლობების შესაბამისი ინტერესთა სფეროების გამოვლენის, დამუშავება/ანალიზისა და პრიორიტეტიზაციის კოორდინაცია;
** სტუდენტების სურვილებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა (მათ შორის მულტიკულტურული) კლუბების/გუნდების (სპორტის, მუსიკის, ხელოვნების და სხვა) განვითარების ხელშეწყობა;
** სტუდენტებისათვის, შესაბამისი სპეციალისტის მეშვეობით, ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის ზედამხედველობა;
** სტუდენტთა ახალ გარემოში ადაპტაციის ხელშეწყობა, მათთვის კონსულტაციების გაწევის გზით;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სტრატეგიული აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ლიდერული უნარები;
** გუნდის მართვის უნარი;
** პროცესების დაგეგმვის უნარი;
** დელეგირების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სიახლეების ინიცირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ემპათია.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 01 მაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე