დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
რიმო გრუპ
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
სამშენებლო კომპანია შპს "რიმო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
** სამუშაო დრო: სრული
** ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები:
** პასუხისმგებლობა საწყობის გამართულ მუშაობაზე;
** საწყობის ნაშთის კონტროლი და ანალიზი;
** სასაწყობე პროგრამაში გამართული სამუშაო პროცესის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან ერთად მისი ოპტიმიზაცია;
** შეკვეთების დროულად მიღება/მიწოდების ეფექტური დაგეგმვა და კონტროლი;
** ინვენტარიზაციის დაგეგმარება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად და ინვენტარიზაციის ანგარიშგებების მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** სასაწყობო ინვენტარის მეთვალყურეობა და მოვლა;
** ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი, მიღება-გაცემის და მდგომარეობის კონტროლი;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდვა სავალდებულოა.
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: reemogroup@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|