დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
ინსტა
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 27 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. "ინსტას" მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 10 000-მდე დასახელების პროდუქტი. "ინსტა"-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.
ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულება ელექტრო სამონტაჟო საქმიანობაა. რომელიც მოიცავს როგორც სუსტ დენს (ქსელები) ასევე დაბალ და საშუალო ძაბვაზე (35კვ-მდე) მუშაობას. სწორედ ამ მიმართულებისთვის ვეძებთ ახალ თანამშრომელს ელექტრიკოსის პოზიციაზე.
** ელექტროსამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული მექანიკური სამუშაოების შესრულება;
** ობიექტზე კაბელური ქსელებისა და ინფრასტრუქტურის მონტაჟი/დემონტაჟი, შესაბამისი ნახაზების გამოყენებით;
** ტრანსფორმატორების, დიზელ-გენერატორების, სტაბილიზატორების, უწყვეტი კვების ბლოკების და სხვა კვების წყაროების მონტაჟი/დემონტაჟი;
** ელექტრო გამანაწილებელი ფარების მონტაჟი სხვადასხვა ძაბვისა და დენების ნომინალზე შესაბამისი დაშვების მიხედვით;
** განათებისა და ძალოვანი ქსელების მონტაჟი;
** ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ტექნიკური განათლება ელექტროობის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტრო მემონტაჟის პოზიციაზე;
** სამუშაო იარაღების დანიშნულებების ცოდნა;
** უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** ელექტრო სიმბოლოების ცოდნა და შესაბამისი ელექტრო ნახაზების კითხვა;
უნარები:
** როგორც დამოუკიდებლად და ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მობილიზებისა და მუშაობის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ყოველთვის მზად არის მხარდაჭერისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: hr@insta.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2025 წლის 22 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს https://www.insta.ge/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ინსტა"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ინსტა"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს შპს "ინსტა"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
შპს "ინსტა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|