Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=628397&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ანალიტიკისა და კომერციული მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ანალიტიკისა და კომერციული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Urbantails
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
ზოომაღაზიათა ქსელი "ურბან თეილსი" - ცხოველებზე ზრუნვის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს და ბაზარზე ინოვაციური კონცეფციით შემოდის, რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც შინაური ცხოველი ოჯახის წევრია და ცხოველი და მისი "მშობელი" ("Pet Parent" - და არა "პატრონი") ერთნაირად კომფორტულად იგრძნობენ თავს.

"ურბან თეილსი" უზრუნველყოფს არა მარტო უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლისთვის, არამედ ადამიანებისა და ცხოველების გაერთიანებას მეგობრულ და ჰარმონიულ გარემოში.

კომპანია "ურბან თეილსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკისა და კომერციული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მზიურის ბიზნეს ცენტრი, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #2;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 09:00 სთ-17:00სთ, პარასკევი: 09:00სთ-14:00სთ;
ტრანსპორტირება: მ/ს რუსთაველიდან;

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების/შესყიდვების მონაცემების დამუშავება და ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიზი;
** გაყიდვების გეგმა-ფაქტის რეპორტის მომზადება;
** გაყიდვების ანგარიშების, დაფებისა და ვიზუალიზაციების მომზადება;
** გაყიდვების ტენდენციების, შესაძლებლობებისა და რისკების იდენტიფიცირება შესაბამისი ანალიზის საფუძველზე;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა დეპარტამენტების ანალიტიკური მხარდაჭერა;
** მონაცემთა ბაზების და პროდუქციის მახასიათებლის მართვა;
** ახალი მომწოდებლისა და ნომენკლატურის სარეგისტრაციო ფაილის მომზადება;
** სავაჭრო ობიექტებისთვის შეკვეთების გადაგზავნა ადგილობრივ მომწოდებლებთან;

მოთხოვნები/უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის სფეროში);
** გაყიდვების ანალიზის ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი).
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: joinus@urbantails.ge; გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების ანალიტიკისა და კომერციული მხარდაჭერის სპეციალისტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ურბან თეილსის" (ს/კ 406470037) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე info@urbantails.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია